mercoledì 20 luglio 2016

გზავნილი მშობლებს: უთხარით თქვენს შვილს "ყოჩაღ!"



არ ვიცი, საიდან დამკვიდრდა ჩვევა თუ მავნე ჩვევა, შვილის ქებაზე მშობლის დარცხვენილი უარი, ან უხერხული ღიმილი.
არ ვიცი თქვენი ამბავი, ჩემსას მოგიყვებით: ცხრა თუ ათი  წლისა კარგად ვხატავდი, ჰო, არაუშავდა.  თქვენც იცით როგორაა იმ ისაკში, ხან ეს გაინტერესებს, ხან - ის. ყველაფერს ვედებოდი, ხან კარგად გამომდიოდა, ხანაც - არა, თუმცა ყველაფერს მალევე ვანებებდი თავს და საბოლოოდ ყველამ გამიცნო ისე, როგორც მერყვეი ხასიათის, თავის ტავში ჩაკეტილი უცნაური ბავშვი.
მხოლოდ ახლა ვაანალიზებ (არც ისე დიდი ვარ, არც პატარა), ბავშვისადმი არასწორი მიდგომის გამო, რამდენად შეიძლება შეიცვალოს მისი მიზნები და ინტერესები.
ტრადიციული ოჯახი მყავს, თავმდაბალი ხალხია, საკმაოდ ნაკითხი, საახლობლოში რომ სიტყვა ეთქმით, ისეთი.  ყოველთვის ბედნიერი და ლაღი ვიყავი, არც თავისუფლება მაკლდა, მაგრამ საკმარისი იყო, სხვებს ჩემი სიყოჩაღის შესახებ შეენიშნათ, ჩემები მაშინვე იწყებდნენ "მეტი დაუმშვენდა ცხვირი მაგას!" და ა.შ.   რათქმაუნდა, არ ვიყავი ერთადერთი. უბრალოდ, ვერასდროს ვიგებდი, რატომ იყო სირცხვილი შვილის ქება მოესმინა მშობელს.  თავი რომ არ შეგაწყინოთ, ამგვარმა მიდგომამ გამოიწვია ის, რომ ვხატავდი ბევრს და ყველას ვუმალავდი,  უკვე ქების მოსმენისაც მრცხვენოდა და განსაკუთრებით, იმ ცხვირდამშვენების ფრაზის. შემდეგ წიგნის წერა დავიწყე, ვწერე მანამ, სანამ მომთხოვეს, მათთვის მეჩვენებინა ნაწერი. ავდექი და ნახევრად დაწერილი წიგნი დავწვი და ამით ავიცილე გარდაუვალი "უყურე ამას შენ?!", "რა ტიპის ბავშვი ხარ, ვერ გავიგეთ!" და უცვლელი "შენ დაგიმშვენდა შენი ცხვირი!"
მოკლედ, მშობლებო, უთხარით თქვენს შვილებს "ყოჩაღ!" როცა იმსახურებენ, ნუ გაიცინებთ მის ბავშვურ პრობლემებზე და ნუ ეტყვით "ქორწილამდე დაგავიწყდება". სხვების თვალწინ ნუ გაამტყუვნებთ და დაამცირებთ, სახლში მოფერება აღარ შველის. ნუ გაიგიჟებთ თავს მის პირველ სიყვარულზე, პირველ პაემანზე, პირველ სიგარეტზე და ა.შ.  როცა ბაღის მეგობრის ამბავს გიყვებათ, ყურადღებით უსმინეთ და დისკუსიაში შედით მასთან, და მის მიერ ბავშვური მიამიტობით ნათქვამ სასაცილო ფრაზას, ნუ მოუყვებით მაშინვე ბებიებს, ბიცოლებს, დეიდებს, მამიდებს...  თითოეული ასეთი ნაბიჯი მას არასრულფასოვნების კომპლექსით ავსებს.  პატივი ეცით თქვენი შვილის შეხედულებებს და დაეკითხეთ ხოლმე რჩევა მათ. რაც მთავარია - შეუნახეთ მას საიდუმლო!  ნებისმიერი უნიშვნელო დეტალი, ოღონდ შეუნახეთ!
მშობლებო, არაა სირცხვილი შვილი შექება, როცა ის ამას იმსახურებს.
უთხარით თქვენს შვილს "ყოჩაღ!" და ის გაიზრდება ისეთი, როგორიც თქვენ გინდოდათ გაზრდილიყო.

domenica 10 luglio 2016

პუნჩოკას ბლოგი: ეძებე ბედნიერება

პუნჩოკას ბლოგი: ეძებე ბედნიერება: დაგვღალეს ფრაზებით "ბედნიერებამ მითხრა, ნუ მეძებ", "იყავი ბედნიერი, იმით რაც გაქვს" და ა.შ. როგორც წესი, ასე ის ადამიანე...

venerdì 1 luglio 2016

ეძებე ბედნიერება

დაგვღალეს ფრაზებით "ბედნიერებამ მითხრა, ნუ მეძებ", "იყავი ბედნიერი, იმით რაც გაქვს" და ა.შ. როგორც წესი, ასე ის ადამიანები გვმოძღვრავენ, ვინც ასე თუ ისე მიაღწია თავისას და ახლა მთელის მონდომებით  მოგვიწოდებენ, რომ სოფლელი უნდა დარჩეს სოფელში და იქ ეძიოს ბედნიერება. ღარიბი უნდა მოკვდეს ღარიბად, რადგან სიმდიდრეში ფულის მეტი არაფერი ყრია. მსუქანი დარჩეს მსუქნად, რადგან უნდა მიიღოს საკუთარი თავი ისეთად, როგორიც არის და ასე დაუსრულებლად.  რატომ არ უნდა იბრძოლო, თუკი არ გაკმაყოფილებს საკუთარი მდგომარეობა? თავს არაკომფორტულად გრძნობ? ადექი და შეცვალე. ბევრი იფიქრებს, ნუთუ ასე იოლია რაიმეს შეცვლაო.. ადვილია და თან იმაზე ადვილი, ვიდრე წარმოგიდგენიათ. დროა, შევეშვათ ყველაფრის დრამატიზებას. ვინ გიშლით ამა თუ იმ კონკრეტული ნაბიჯის გადადგმას, ან რაიმე გადაწყვეტილების მიღებას? მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავისადმი უნდობლობა და ზემოთხსენებული მარაზმით გართული ხალხის ყურის გდება. რაც მეტად დამფრთხალი ხარ,  მით უფრო სუსტი და უსუსური ხდები, ამით კი აღარავისთვის წარმოადგენ კონკურენტუნარიან ძალას და იწყებ ფარულ დეგრადირებას, რაც მოსპობს შენში ვინმეს დამარცხების ჟინს, იწყებ შეგუებას მოცემულ სიატუაციასთან და თავის მოჩვენებას, რომ იმითაც კმაყოფილი ხარ, რაც ღმერთმა მოგცა. არა, მეგობარო! ღმერთმა მოგცა ყველაფერი ის, რითაც შეგიძლია ააშენო საკუთარი ბედნიერება. თუ კვლავ იგივე ადგილს ტკეპნი, შეუძლებელია თავს კომფორტულად გრძნობდე. ხოლო როცა არაკომფორტულად გრძნობ თავს, შეუძლებელია იყო ბედნიერი. არცერთ შემთხვევაში მიმაჩნია გამართლებულად, მიიღე საკუთარი თავი ისეთად, როგორიც ხარ. არა! იბრძოლე იმისთვის, რომ გახდე ისეთი, როგორიც ყოველთვის გინდოდა ყოფილიყავი! ხოლო ბრძოლა კი ძალიან მარტივია. მთავარია მისი დაწყება, სტრატეგიები კი გზადაგზა შემოგეშველება. შეცდები? გაიზრდები. შეცდომის დაშვების შეგეშინდება? მთელ შენს ცხოვრებას შეცდომად აქცევ.